შალვა პაპუაშვილი - „მესამე ძალაზე“ საუბარი „თვალში ნაცრის შეყრაა” - ჩვენი ამოცანაა ყოველ დღე ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ მცდელობაა თვალი აუხვიონ და თავი მოაჩვენონ, რომ თითქოს სხვა ძალები არსებობს

„მესამე ძალაზე“ საუბარი “თვალში ნაცრის შეყრაა”- ჩვენი ამოცანაა ყოველ დღე ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ მცდელობაა თვალი აუხვიონ და თავი მოაჩვენონ, რომ თითქოს სხვა ძალები არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური ლანდშაფტის გამოწვევაა ის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მხოლოდ ერთი ძალაა - „ნაციონალური მოძრაობა“.

„მესამე ძალაზე“ საუბარი “თვალში ნაცრის შეყრაა”. ყოველ ასეთ მცდელობებზე, წარმოეჩინათ, რომ თითქოს, სხვა ჯგუფები არსებობდა, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ხედავდა, რომ ეს იყო ისევ ის „ნაციონალური მოძრაობა“.

ამას ხან „ევროპულ საქართველოს“ არქმევდნენ, ხან „ლელოს“, სხვადასხვა სახელს. ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტის გამოწვევაა ის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მხოლოდ ერთი ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაფერი მისი ორბიტის გარშემო ტრიალებს, მისი ქოლგის ქვეშ არის. სიყალბის მხილებაა, როდესაც მამუკა ხაზარაძე საუბრობს, რომ ნიკა მელია არის „მესამე ძალა“, ადამიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო. ასევე, თითქოს, გიორგი ვაშაძე დაბრუნდა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში. გადახედეთ, ყველა ამ პოლიტიკოს, ესენი იყვნენ და არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში. ეს არის ჩვენი ამოცანაა ყოველ დღე ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ მცდელობაა თვალი აუხვიონ და თავი მოაჩვენონ, რომ თითქოს სხვა ძალები არსებობს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს