გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ხალხი გაიმარჯვებს

ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, რომ როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ხალხი გაიმარჯვებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს პოლიტიკაში დაბრუნება დაგეგმილი ჰქონდა სექტემბერში, თუმცა გადაწყვიტა, რომ გაცილებით ადრე გადაედგა ეს ნაბიჯი.

„ხალხის გამარჯვებამ კანდიდატის სტატუსით 2023 წელს, აიძულა ივანიშვილი გამოჩენილიყო საჯარო სივრცეში, თორემ პოლიტიკიდან არსად წასულა. ხალხმა დაამარცხა "ქართული ოცნება" 1:0. ახლა გამოჩნდა, რათა ეს მათი მხარდაჭერის მძლავრი ვარდნა რაიმენაირად შეაჩეროს. მეორე არის ის, რომ პირად უსაფრთხოებაზეა მოტივირებული, 2018 წელი გაიხსენა და ჩემი მხრიდან ვეუბნები, რომ როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ხალხი გაიმარჯვებს. მას ეს სვლა დაგეგმილი ჰქონდა სექტემბერში, მაგრამ მოუწია გაცილებთ ადრე გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ დროზე გამოჩენილიყო საჯაროდაც. ხალხი გაიმარჯვებს 2024 წელს“,- აღნიშნა ვაშაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი