გიგი წერეთელი - პოლიტიკური სპექტრისთვის და ამომრჩევლისთვის ამოცანები არ იცვლება - მთავარია, ეს ხელისუფლება შევცვალოთ, შემდეგ ივანიშვილს შეუძლია, ოპოზიციის ლიდერი წარმატებით იყოს

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, „პოლიტიკური სპექტრისთვისა და ამომრჩევლისთვის, ვისაც საქართველოში პროგრესი სურს, არაფერი სიახლე არ ხდება და ამოცანები არ იცვლება, მთავარია, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ“.

როგორც წერეთელმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხის შეფასებისას განაცხადა, ივანიშვილი არც არსად წასულა, ყოველთვის იყო „ოცნებასთან“ და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში უდიდეს გავლენას ახდენდა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა დეოლიგარქიზაცია საქართველოს მომავალი ევროინტეგრაციის საკითხში.

„ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაართულებს დეოლიგარქიზაციის ამოცანას და ბევრად უფრო ნათელს გახდის ოლიგარქიულ ზეგავლენას ქართული პოლიტიკაზე, უფრო კონკრეტულად კი, მმართველ პარტიაზე.

დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისთვისა და ამომრჩევლისთვის, ვისაც სურს ამ ქვეყანაში პროგრესი, არაფერი სიახლე არ ხდება და ამოცანები არ იცვლება. მთავარია, რომ ჩვენ შევცვალოთ ეს ხელისუფლება. შემდეგ, ივანიშვილს შეუძლია, რომ ოპოზიციის ლიდერი წარმატებით იყოს“,- განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის