ირაკლი ფავლენიშვილი - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში განაპირობა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით „გამარჯვების კოალიციასთან“ დამარცხების შიშმა, სანქციების შიშმა და იმან, რომ მისი რუსული სქემა არ შედგა

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში განაპირობა შიშმა - მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით „გამარჯვების კოალიციასთან“ დამარცხების შიშმა გადამწყვეტ არჩევნებში, სანქციების შიშმა და იმან, რომ მისი რუსული სქემა არ შედგა, ქართველმა ხალხმა მიიღო კანდიდატის სტატუსი. ქართველმა ხალხმა დაამარცხა ის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყანაში არაფერს ცვლის.

„რუსი ოლიგარქიული რეჟიმი აგრძელებს ფუნქციონირებას, უბრალოდ ამ რეჟიმის მმართველი გამოვიდა კულისებიდან.

რაც შეეხება რეჟიმს, მთელი თავისი ატრიბუტიკით კიდევ უფრო დამძიმდება. ივანიშვილის გამოსვლა ნიშნავს, რომ ის აპირებს კიდევ უფრო მეტად ქვეყნის ჭაობში მოქცევას, რუსული ინტერესების აქტიურად გატარებას.

რამ განაპირობა მისი ეს ნაბიჯი?! - მომდევნო გადამწყვეტ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით „გამარჯვების კოალიციასთან“ დამარცხების შიშმა და პირადმა უსაფრთხოებამ, ვგულისხმობ სანქციებს.

მას სურს, რომ ერთგვარი პოლიტიკური ფარი ჰქონდეს, თუმცა მას ეს არ გამოუვა. მან თვითონვე თქვა, რომ სანქციების ქვეშ არის. ეს სანქციები უფრო გამკაცრდება, უფრო ფორმალურ სახეს შეიძენს. ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმოდა, რომ მისი ოცნება, მისი რუსული სქემა დამარცხდა ქართველ ხალხთან. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა 1:0, მიიღო კანდიდატის წევრობის სტატუსი. რუსულმა სქემამ არ იმუშავა.

იმისთვის, რომ რუსულმა სქემამ უკეთესად იმუშაოს წინასაარჩევნოდ, თითქოს თავისი ამომრჩევლის მობილიზება შეძლოს, ამ ჩამოთვლილმა მიზეზებმა აიძულა ბიძინა ივანიშვილი, რომ დაბრუნებულიყო ფორმალურად პოლიტიკაში.

მან და „ოცნების“ ყველა წევრმა აღიარა ის, რაზეც ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით - მისი არაფორმალური მმართველობა.

ოლიგარქი ქვეყანას არაფორმალურად მართავს თუ ფორმალურად,, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა ფართო სურათზე არ ექნება“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა