ნიკა მელია - ივანიშვილის მარცხი 2024 წელს საჯარო ხასიათს მიიღებს - დღეს, ბრძოლის ყველაზე ბასრი იარაღი, მანკიერი სისტემის დემონტაჟისათვის სიმართლე, მომავლის სწორი პერსპექტივის შექმნა და პროცესებზე საჯაროდ პასუხისმგებლობის აღებაა

ივანიშვილის მარცხი, 2024 წელს, მიიღებს საჯარო ხასიათს, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილითავმჯდომარე ნიკა მელია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

როგორც მელია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს, ცვლილება მხოლოდ ხალხის ნებით მოხდება.

„ივანიშვილის მარცხი, 2024 წელს, მიიღებს საჯარო ხასიათს და დამარცხდება არა ღარიბაშვილი, კობახიძე, ან კრებსითი პაპუაშვილი, არამედ, ამ მანკიერი პოლიტიკური სისტემის შემქმნელი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც კულისიდან ვეღარასოდეს გადავა მეორე კულისში, ჩრდილოვანი მართვის გასაგრძელებლად. თუმცა, ამ პროცესში ყველას უნდა გვესმოდეს და ვიაზრებდეთ საკუთარ პასუხისმგებლობას, ცვლილება მოხდება მხოლოდ ხალხის ნებით, მისი ასახვით პოლიტიკაში და არა ფულის ფულთან, ერთი კულუარის, მეორე კულუართან დაპირისპირებით... დღეს, ბრძოლის ყველაზე ბასრი იარაღი, მანკიერი სისტემის დემონტაჟისათვის არის სიმართლე, მომავლის სწორი პერსპექტივის შექმნა, მისი განხორციელება და პროცესებზე საჯაროდ პასუხისმგებლობის აღება",- წერს მელია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!