რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორის ბრიტანელი ჟურნალისტი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორის ბრიტანელი ჟურნალისტი.

ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი, ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებენ.

სუნეგუბოვმა აღნიშნა, რომ რუსებმა ქალაქზე, კერძოდ კი მის ცენტრალურ ნაწილზე, ექვსი დარტყმა მიიტანეს. ტერეხოვმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი აფეთქება ქალაქის ცენტრი მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა. ქალაქის მერის თქმით, წინასწარი ინფორმაციით დაბომბვის შედეგად დაღუპულები არ არიან.

“ამ მომენტისთვის 14 დაშავებულია. წინასწარი ინფორმაციით - 5 უკვე საავადმყოფოშია,” - დაწერა ტერეხოვმა.

მოგვიანებით დაშავებულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკოს თქმით, ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა შორის არის ჟურნალისტი დიდი ბრიტანეთიდან.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია