გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რუსეთის აგრესიის შემდეგი ეტაპი მიმართული იქნება არა მხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვას, არამედ, შესაძლოა, ნატო-ს წინააღმდეგაც - ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზე ვართ

ლიეტუვუს საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზეა.

„25 წელია ვცდილობთ პუტინის იმპერიალიზმის შეკავებას დიალოგითა და დიპლომატიური გზით, ხოლო ის აგრძელებს საზღვრების იგნორირებას და ქალაქების მიწასთან გასწორებას“, - აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მისი თქმით, 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული აგრესიის შემდეგ, მინსკის შეთანხმებებმა პაუზა გამოიწვია, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ომი გადადო მომავლისთვის.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცნობით, ომის შემდეგი ეტაპი შეიძლება მიმართული იყოს არა მხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვას წინააღმდეგ, არამედ ნატო-ს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგაც და ასეთი აგრესიის მოგერიების ფასი კიდევ უფრო დიდი იქნება.

„რუსეთის იმპერიალისტური რევანშისტული ამბიციები არ შეიცვლება. შემდეგი ეტაპი მიმართული იქნება არა მხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვას წინააღმდეგ, არამედ, შესაძლოა, ნატო-ს წინააღმდეგაც. ადამიანური და ეკონომიკური ფასი მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ახლა არ დავამარცხებთ რუსეთს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი არჩეული გზა იქნება წარმოუდგენელი და არასაჭირო დანაკარგების გადატანა სანამ საბოლოოდ არ გადავწყვეტთ, რომ დროა ვიმოქმედოთ და გავიმარჯვოთ“, - აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი