რომის პაპი - რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა - ვინც არ უნდა იყოს დაინტერესებული ამ კონფლიქტებით, სინდისის ხმას უნდა მოუსმინოს

რომის პაპმა ფრანცისკემ საახალწლო დღესასწაულზე ტრადიციული საკვირაო კურთხევის დროს ლოცვა „ტანჯული უკრაინელი ხალხისთვის, პალესტინისა და ისრაელის მოსახლეობისთვის და სხვებისთვის“ აღავლინა.

მედიის ინფორმაციით, რომის პაპმა განაცხადა, რომ 2023 წელი ომიანობით განცდილი ტანჯვით გამოირჩა. „წლის ბოლოს, უნდა გამოვიჩინოთ გამბედაობა და ვკითხოთ საკუთარ თავს : რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, რამდენი დაიღუპა და რამდენი ნგრევა, რამდენი ტანჯვა, რამდენი სიღარიბე მოიტანა“, - აღნიშნა პაპმა. მისი თქმით, ვინც არ უნდა იყოს დაინტერესებული ამ კონფლიქტებით, სინდისის ხმას უნდა მოუსმინოს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება