ირაკლი ქარქაშაძე - ახალი წლის ღამეს ჩვენს აეროპორტებში 775 ავიატორი ხვდება და ზრუნავს უსაფრთხო ოპერირებაზე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ახალი წელი ავიაციაში დასაქმებულებსა და მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიულოცა, სადაც 2024 წლის პირველი რეისი მადრიდიდან შესრულდა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძე ადგილზე გაეცნო აეროპორტის 24 საათიან უწყვეტ მუშაობას და მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც სადღესასწაულო დღეებში სამსახურებში ხვდებიან.

,,ჩვენს აეროპორტებში ახალი წლის ღამეს 775 ავიატორი ხვდება და ზრუნავს უსაფრთხო ოპერირებაზე. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის იმ 90 ადამიანს, რომელიც ახალ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშისამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ხვდებადა ულამაზებს ჩვენს მგზავრებს ამ ჯადოსნურ ღამეს.სწორედ თქვენი და თქვენი კოლეგების პასუხისმგებლობის, შრომისმოყვარეობისა და თავდადების შედეგია ის მიღწევები, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს.

მსურს თითოეულ თქვენგანს მივულოცო ახალი წელი და მადლობა გადავუხადო 2023 წლის მანძილზე გაწეული შრომისთვის. ეს იყო რთული, გამოწვევებით აღსავსე წელი, თუმცა ჩვენ ყველა გამოწვევას ღირსეულად გავართვით თავი. ამავე დროს, 2023 წელი იყო ისტორიული წელი ქართული კომერციული ავიაციისთვის და განსაკუთრებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტისთვის.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩვენიერთობლივი ძალისხმევით ისტორიული, უპრეცედენტო მგზავრთნაკადი მივიღეთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ2024 წელი იქნება უფრო საინტერესო და კიდევ უფროწარმატებული წელი ავიაციის სექტორში დასაქმებულებისთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში შევა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ