ვლადიმერ პუტინი - დასავლეთი უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებულ რიტორიკას თანდათან ცვლის

უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული რიტორიკა დასავლეთში თანდათან იცვლება, თუ ადრე საუბრობდნენ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ დამარცხებაზე, ახლა უკვე იწყებენ საუბარს მოლაპარაკებებზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ისინი, ვინც გუშინ საუბრობდნენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობაზე, ახლა ეძებენ გამონათქვამებს, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთი თანდათან აცნობიერებს, რომ რუსეთის განადგურება შეუძლებელია და სწორედ ეს არის მათი რიტორიკის შეცვლის მიზეზი.

"პრობლემის არსი უკრაინაში არ არის. ეს არის მათში, ვინც უკრაინის დახმარებით ცდილობს რუსეთის განადგურებას. აი, რაშია პრობლემა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ეს უბრალოდ გამორიცხულია. აბსოლუტურად გამორიცხულია. ვფიქრობ, ამის გაცნობიერება თანდათან ხდება და რიტორიკა იცვლება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო