აშშ-მა ისრაელის ფინანსთა და უშიშროების მინისტრები ღაზადან პალესტინელების გადასახლებაზე გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა

აშშ-მა ისრაელის ფინანსთა და უშიშროების მინისტრები ღაზადან პალესტინელების გადასახლების შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„მსგავსი განცხადებები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ჩვენ ისრაელის მთავრობამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, არაერთხელ და თანმიმდევრულად განგვიმარტა, რომ ასეთი განცხადებები ისრაელის მთავრობის პოლიტიკას არ ასახავს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ღაზა პალესტინელების მიწად დარჩება.

„ჩვენ თანმიმდევრულები ვართ იმის შესახებ, რომ ღაზა არის პალესტინის მიწა და დარჩება პალესტინის მიწად, რომლის მომავალს „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს და ტერორისტული დაჯგუფებები ისრაელს ვეღარ დაემუქრებიან“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

შეგახსენებთ, ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა და ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა ღაზას პალესტინელ მოსახლეობას ღაზას სექტორის დატოვებისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ომის დროს მიგრაციის წახალისება უნდა მოხდეს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია