ამერიკელი სენატორი, ბერნი სანდერსი კონგრესს მოუწოდებს, ისრაელის სამხედრო დახმარების კანონპროექტი დაბლოკოს

ამერიკელი სენატორი, ბერნი სანდერსი კონგრესს მოუწოდებს, რომ ისრაელის სამხედრო დახმარების კანონპროექტი დაბლოკოს.

„ნება მომეცით გარკვევით განვაცხადო, რომ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ნეთანიაჰუს უკანონო, ამორალური, ბრუტალური და უხეშად არაპროპორციული ომისთვის აშშ-ის დაფინანსება უნდა შეწყდეს. კონგრესმა მემარჯვენე ნეთანიაჰუს მთავრობისთვის 10 მილიარდი დოლარის უპირობო სამხედრო დახმარებაზე უარი უნდა თქვას“, - წერს სენატორი ვერმონტის შტატიდან X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ბერნი სანდერსმა აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში მიმდინარე ომი „ჰამასის“ ბარბაროსულმა შეტევამ გამოიწვია, მაგრამ ისრაელის პასუხი არის არაპროპორციული და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა.

„აშშ-ის გადასახადის გადამხდელები ღაზაში უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების სიცოცხლის განადგურების თანამონაწილენი აღარ უნდა იყვნენ“, - აღნიშნა სანდერსმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს