ბაჩო დოლიძე - რა უნდა უთხრას ახალი ივანიშვილმა საზოგადოებას?! სამჯერ მობრუნებას საქმე ერთხელ გაეკეთებინა, უკეთესი იქნებოდა

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა „ქართულ ოცნებაში" არსებულ ისედაც რთულ მდგომარეობას უკავშირდება, კობახიძე- ღარიბაშვილის იმედად რომ ვერ იქნებოდა, ცალსახაა - რა უნდა უთხრას ახალი ივანიშვილმა საზოგადოებას?! სამჯერ მობრუნებას საქმე ერთხელ გაეკეთებინა, უკეთესი იქნებოდა,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას მძიმე საარჩევნო წელი ელოდება.

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში ჩემთვის პირადად მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული წელი იქნება ყველასთვის. ხელისუფლებისთვის თავისთავად, რომელიც უკვე მესამე წრეზეა და ფაქტობრივად, ერთი და იგივე დაპირებებით გამოდის ყოველ არჩევნებზე. შესაბამისად, ალბათ, განსხვავებული დაპირება ვერ ექნება ბიძინა ივანიშვილს. სამჯერ მობრუნებას საქმე ერთხელ გაეკეთებინა ალბათ, ყველასთვის უკეთესი იყო. ასე რომ, მისი დაბრუნება, რა თქმა უნდა, უკავშირდება "ქართულ ოცნებაში" არსებულ ისედაც რთულ მდგომარეობას. კობახიძის და ღარიბაშვილის იმედზე რომ ვერ იქნებოდა, ეს ცალსახაა. მისი დაბრუნების მიზეზებს რაც შეეხება, საკითხი კომპლექსურია - გუნდი ფაქტობრივად მართლა გაექცა, ასევე ეს კავშირშია კორუფციის დონესთან, ლამისაა საკუთარ ეზოებში აქვთ მოწყობილი ასაფრენ- დასაფრენი ბილიკები და ამას ხომ არ ვუტრირებთ?! - რასაც უნდათ იმას აკეთებენ. ივანიშვილმა გვითხრა, სანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, კარგად ვგრძნობ თავსო. ამას გვესაუბრება ადამიანი ქვეყანაში, სადაც ოჯახი არ დარჩენილა ერთი ადამიანი მაინც რომ ემიგრაციაზე არ ფიქრობდეს. არც მალავს, რომ სხვა წიაღის, საბჭოთა რუსული წიაღის წარმომადგენელია. ფიქრობს, რომ ამ ბერკეტით (პოლიტიკაში ყოფნით) შესაძლოა რაღაც იმუნიტეტი ჰქონდეს. ძალიან მძიმე საარჩევნო წელი იქნება ყველასთვის, როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. ოპოზიციისთვის იმ თვალსაზრისით, რომ იქნება ბევრი რეპრესიის მცდელობა. სადაც გაუვათ, გაუვათ, სადაც ვერ გაუვათ, უნდა დავდგეთ მტკიცე კედელივით. თუმცა, საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ჩვენ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ. რა უნდა ელაპარაკოს ახალი ღარიბაშვილმა, კობახიძემ და მათ შორის ივანიშვილმა?! რა უნდა უთხრას, ამ ერთხელაც დამიჯერეთ და თქვენი ცხოვრება უკეთესი იქნებაო? 12 წლის თავზე რას ეუბნება საზოგადოებას?! მათთვის ხალხთან კომუნიკაცია კატასტროფაა,"- განაცხადა დოლიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა