სემეკი - ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაცია *303# სერვისით მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი სერვისით - *303#-ით ჯამში, 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სერვისი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, მობილურ ტელეფონზე *303# OK-ის აკრეფით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ტიპის ინფორმაცია მიიღონ. *303# მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას ან სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურ ტელეფონზე. მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოქალაქეებს შეუძლიათ *303#-ის საშულებით კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი.

მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „სელფის“ მომხმარებლებისათვის.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს