თბილისი ახალი წლის გასატარებლად საუკეთესო ევროპულ ადგილმდებარეობებს შორის დასახელდა

„ათი საუკეთესო ადგილი ევროპაში ახალი წლის გასატარებლად“ - ჟურნალ „ფორბსის“ ამ სახელწოდების პუბლიკაციაში, რომელიც ორგანიზაცია „საუკეთესო ევროპული დანიშნულების ადგილების” (european best destinations) რეიტინგს ეხება, თბილისი მეხუთე საუკეთესო დანიშნულების ადგილად დასახელდა.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილისი, სავარაუდოდ, ყველაზე ორიგინალური არჩევანია ამ რეიტინგში, რაც აიხსნება აკომოდაციის მიმზიდველი ფასებით (ცხოვრება თბილისის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხუთჯერ იაფია, ვიდრე ლონდონსა და პარიზში, და უტოლდება ბერლინის სამვარსკვლავიანი სასტუმროს ფასს), უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით (დაბალია დანაშაულის მაჩვენებელი) და ბრიტანელი და ამერიკელი მოგზაურებისთვის ქვეყანაში შემოსვლის სიმარტივით (მოქმედებს სპეციალური არასავიზო რეგულაციები).

თბილისი საყვარელი ადგილია გურმანებისა და ღვინის მოყვარულებისთვისაც. შობა-ახალ წლისთვის საზეიმოდ მორთულ თბილისში საშობაო განწყობა იანვრის შუა რიცხვებამდე იგრძნობა. ახალი წლის აღსანიშნავად მრავალი სახალხო კონცერტი ეწყობა, თბილისის საშობაო ბაზარი კი ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესია“, - წერს „ფორბსი“.

წყარო: https://www.forbes.com/sites/joanneshurvell/2023/12/29/10-of-the-best-places-in-europe-to-spend-new-years-eve/

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე