დონალდ ტუსკი - სტრატეგიული თვალსაზრისით, ევროპა რუსული აგრესიის ობიექტია

რუსეთი, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, შესაძლოა, ევროპის ქვეყნებს დაესხას თავს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„არავის ეპარება ეჭვი, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, ევროპა რუსული აგრესიის ობიექტია და ეს მაშინ მოხდება, როცა სამხედრო შესაძლებლობებში რუსეთის უპირატესობა აშკარა გახდება“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მისი თქმით, ევროპა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე რუსეთი.

დონალდ ტუსკს დაუსვეს შეკითხვა მიმართავს თუ არა პოლონეთი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის ძალების გაძლიერების თხოვნით და კიდევ უფრო გაზრდის თუ არა თავდაცვის ხარჯებს 28-29 დეკემბრის ღამის ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმის დროს, ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

„მთავარი საკითხია, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საჰაერო თავდაცვას ეხება, ეს, როგორც ჩანს, აბსოლუტურად გადამწყვეტი ამოცანაა. საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან ერთად, მოვამზადეთ ასეთი ინიციატივა, მოწოდება გავითვალისწინოთ ევროპის იარაღის ინდუსტრიის საჭიროებები არა მხოლოდ უკრაინისთვის შესაძლო სწრაფი მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით, არამედ არანაკლებ იმიტომაც, რომ თითქმის მთელი რუსეთის ეკონომიკა გადავიდა ომის დროის შეიარაღების სისტემაზე და რა თქმა უნდა ევროპა აქ ბევრად ჩამორჩება. ჩვენ გვსურს მობილიზება და ყველა არსებული დიპლომატიური საშუალების გამოყენება, რათა მთელ ევროკავშირს გავაგებინოთ, რომ რადიკალურად გაზრდილი სამხედრო ძალისხმევის გარეშე, ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით და ეს ნიშნავს ერთ რამეს: ევროპა, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსეთის პირდაპირი თავდასხმის წინაშე აღმოჩნდება“, - აღნიშნა ტუსკმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა