სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

ერთობლივი წვრთნები 110-ზე მეტ მსხვილ საბრძოლო იარაღს, მათ შორის სამხრეთ კორეის არმიის ტანკებსა და საზენიტო არტილერიას, ასევე, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებსა და ჯავშანტექნიკას მოიცავდა.

სამხრეთ კორეის არმიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან წვრთნები 29 დეკემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სამხრეთ კორეამ ახალი წელი თვითდესტრუქციული ქმედებებით დაიწყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე