ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ირანში მომხდარ აფეთქებებს გმობენ

საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანში მომხდარ აფეთქებებს გმობენ და აცხადებენ, რომ ძალადობისა და ტერორიზმის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია.

„მტკიცედ ვგმობთ ამ დანაშაულებრივ ქმედებებს და მუდამ უარვყოფთ ძალადობისა და ტერორიზმის ყველა ფორმას, რომელიც მიმართულია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შელახვისკენ", - აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, განცხადება გაავრცელა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ გმობენ „ტერორისტულ დაბომბვებს, რომლებიც მიმართულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ".

შეგახსენებთ, გუშინ, ირანის ელიტური „ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავად გამართული ცერემონიის დროს ორი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ, ამ დანაშაულისთვის, მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია