ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი სალომე ზურაბიშვილთან, თავად ზურაბიშვილია დასაბრუნებელი სახელმწიფო პოზიციაზე

ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი სალომე ზურაბიშვილთან, თავად სალომე ზურაბიშვილია დასაბრუნებელი სახელმწიფო პოზიციაზე - თუ ის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო პოზიციაზე დაბრუნდება, მისთვის იქნება კარგი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ამასთან, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს მოხსენებით გამოსვლის უფლება აქვს და ის ამ უფლების რეალიზაციას მოახერხებს.

როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, პრეზიდენტს კონსტიტუციით გაწერილ უფლებებს არავინ უზღუდავს.

„ეჭვიანობა ადამიანის ფსიქიკას აზიანებს. ის ვინც პოლიტიკურ პროცესში ეჭვიანობას გაჰყვება, თავისივე ეჭვების მსხვერპლი გახდება, როგორც ეს ოპოზიციას ეჭვიანობიდან გამომდინარე მოუვიდა. ის, რაც კანონით გაწერილია, კანონის მიხედვით შესრულდება. ყველაფერი კონსტიტუციით და რეგლამენტით არის გაწერილი და სწორ გზაზე წინააღმდეგობას ხელოვნურად ნუ შექმნით. პრეზიდენტს მოხსენებით გამოსვლის უფლება ექნება, ხოლო რას იტყვის პრეზიდენტი და რამდენად სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის მისი გამოსვლა, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს