ერაყის პრემიერ-მინისტრი ბაღდადში განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობას აშშ-ის მეთაურობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას აკისრებს

ერაყის პრემიერ-მინისტრი ბაღდადში განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობას აშშ-ის მეთაურობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას აკისრებს.

„ერაყის შეიარაღებული ძალები თავდასხმაზე პასუხისმგებლობას საერთაშორისო კოალიციის ძალებს აკისრებს“, - განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანიმ.

ერაყის პრემიერმა ბაღდადში, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰაშედ ალ-შააბის შტაბ-ბინაზე განხორციელებულ შეტევას საშიში ესკალაცია უწოდა.

Reuters-ის ცნობით, შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა