გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - ღაზადან მშვიდობიანი მოსახლეობის სხვა ქვეყნებში გადასახლების შესახებ განცხადებები ძალიან შემაშფოთებელია

ღაზადან მშვიდობიანი მოსახლეობის სხვა ქვეყნებში გადასახლების შესახებ განცხადებები ძალიან შემაშფოთებელია, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა.

„ისრაელის მაღალჩინოსნების განცხადებები, ღაზადან მშვიდობიანი მოსახლეობის მესამე ქვეყნებში გადაყვანის გეგმების შესახებ, ძალიან შემაშფოთებელია. ღაზაში მცხოვრებთა 85% უკვე იძულებით გადაადგილებულია. მათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება აქვთ“, - წერს ვოლკერ თურქი „ტვიტერზე“.

ვოლკერ თურქმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი დაცული პირების ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებში გადაყვანას ან მის გარეთ დეპორტაციას კრძალავს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა და ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა ღაზას პალესტინელ მოსახლეობას ღაზას სექტორის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია