თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეულ საპატიო დოქტორს, ილია მეორეს, 91 წელი შეუსრულდა.

ფასდაუდებელია უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა, რომელიც სამშობლოს სიყვარულის, ერის ერთიანობის, სულიერი მხნეობისა და სიკეთის მაგალითია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უდიდესი პატივითა და სიყვარულით ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ მხნეობას, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია თსუ-ს მილოცვაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე