ირანში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ირანში ორი დღის წინ მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. BBC-ის ინფორმაციით, დაჯგუფებამ განცხადება „ტელეგრამ“ არხების საშუალებით გააკეთა და აღნიშნა, რომ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ქამრები 20 წუთის შუალედით აამოქმედა.

შეგახსენებთ, ირანის ქალაქ კერმანში, ირანის ელიტური „ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს ორი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც უამრავი ადამიანი სოლეიმანის მკვლელობის მეოთხე წლისთავზე, მისთვის პატივის მისაგებად, მსვლელობას მართავდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა. ირანმა მომხდარში ისრაელი და შეერთებული შტატები დაადანაშაულა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია