პენტაგონი - უკრაინელები F-16-ებზე წვრთნას 2024 წლის ბოლომდე დაასრულებენ

უკრაინელი მფრინავები F-16 ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებს განაგრძობენ და ეს წვრთნები რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი მფრინავების მომზადება არიზონას შტატში მდებარე ავიაბაზაზე მიმდინარეობს.

"როგორც მოგეხსენებათ, პილოტის კვალიფიკაციის დონის მიხედვით, ამას შეიძლება ხუთიდან რვა თვემდე დასჭირდეს. ასე რომ, იმედია, წლის ბოლოს ჩვენ დავიწყებთ ამ პილოტების გამოშვებას“, - განმარტა რაიდერმა.

ამასთან, მისი თქმით, არ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გამოჩნდებიან F-16-ები უკრაინაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა