ბაღდადში აშშ-ის ავიაიერიშს ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი ემსხვერპლა

აშშ-ის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ბაღდადში, აშშ-ის საჰაერო იერიშის დროს, ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის, მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდაცია განხორციელდა.

პენტაგონის ინფორმაციით, ალ- ჯავარი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც აბუ თაკვა, რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობდა.

პენტაგონის წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ კიდევ ერთი წევრი დაიღუპა.

„არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა. არანაირი ინფრასტრუქტურა და ობიექტი არ დაზიანებულა“, - აღნიშნა რაიდერმა.

აშშ-ის მიერ გუშინ ბაღდადში განხორციელებული ავიაიერიში ერაყის მთავრობაში საშიშ ესკალაციად და აგრესიად შეაფასეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში