ივანე ჩხაიძე - ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა, ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა - გრიპი გადამდებია და თუ ნიშნები გაქვთ, დარჩით სახლში!

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა“.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, 2023 წლის 49-ე კალენდარულ კვირას გრიპის დადასტურებული შემთხვევები 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27 % გახდა.

მისივე თქმით, ბოლო 2 კვირაში გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა.

„ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა. გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს, 2023 წლის 49-ე და 51-ე კვირის მონაცემებს თუ შევადარებთ, პრაქტიკულად გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. თუ 49-ე კვირას ეს ციფრი 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27 % გახდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი და მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე მიუთითებს გრიპის ვირუსის არსებობაზე. ბავშვებში ამ ყველაფერს ემატება მომატებული ძილიანობა, საკვებზე უარის თქმა, ჭირვეულობა. ეს ყველაფერი გრიპის ვირუსის არსებობაზე მიუთითებს, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს შემთხვევა უნდა იყოს ექიმის მიერ მართული“,- აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში".

მისივე თქმით, გრიპი გადამდებია და ინფიცირებული ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია.

„რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება - ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში.

გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში