ქალაქ სენაკისა და მიმდებარე სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, ტენდერი ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოცხადდა. წინადადებების მიღება 31 იანვარს დაიწყება და 5 თებერვალს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონ ლარზე მეტია, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„ამ ეტაპზე, სენაკის მოსახლეობის მხოლოდ 30% სარგებლობს უწყვეტი წყალმომარაგებით, დანარჩენ ნაწილს წყალი 18 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ნაწილობრივ ამორტიზებულია წყლის ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაციას საჭიროებს.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალსადენის ახალი ქსელი, მაგისტრალური მილსადენი, ჭაბურღილები, საქლორატორო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ სენაკის სოფლებს - ნოსირს, შუა ნოსირს, მეორე ნოსირს, ახალსოფელს, საბესელიოს, საკილასონიოსა და საოდიშარიოს მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე