ერაყი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მისიის დასახურად ემზადება

ერაყის მთავრობა აყალიბებს კომიტეტს, რომელიც ქვეყანაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის მისიის დახურვას მოამზადებს, - ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანმა განაცხადა.

„მთავრობა ადგენს ორმხრივი კომიტეტის შექმნის თარიღს, რათა მოახდინოს შეთანხმებები ერაყში საერთაშორისო კოალიციის ძალების ყოფნის სამუდამოდ შეწყვეტის მიზნით. ხაზს ვუსვამთ მტკიცე პოზიციას საერთაშორისო კოალიციის არსებობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც მისი არსებობის საფუძველი აღარ არსებობს“, - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტის შემადგენლობაში სამხედრო კოალიციის წარმომადგენლები შევლენ.

შეგახსენებთ, გუშინ, სუდანის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა ბაღდადში ავიაიერიში განახორციელა, რომლის დროსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის, მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდაცია განხორციელდა. ალ-ჯავარის დაღუპვამ ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებში აღშფოთება გამოიწვია და მათ მთავრობისგან ერაყში კოალიციის ყოფნის შეწყვეტა მოითხოვეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა