უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს

ინტერნეტში სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ყირიმზე გუშინდელი თავდასხმის შედეგად სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაიღუპა.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ ყირიმზე უკრაინის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა გენერალი ვალერი გერასიმოვი. გერასიმოვი არის რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. ამ დროისთვის ინფორმაცია დადასტურებული არ არის“, - წერს Visegrad 24.

უკრაინის მოხალისეთა არმიის - „სამხრეთის“ პრესსპიკერი, სერგეი ბრაჩუკი აცხადებს, რომ ინფორმაცია, სავარაუდოდ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს კარგი ამბავი იქნებოდა, მაგრამ მგონია, რომ ნაკლებად სავარაუდოა რეალობას შეესაბამებოდეს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ სამეთაურო პუნქტში რუსული საოკუპაციო ჯარის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი ან გენერალი მოხვდა, სიმართლეა“, - აღნიშნა ბრაჩუკმა.

უკრაინულ გამოცემა UNIAN-ს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ გერასიმოვის შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ აკეთებენ.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მათ გუშინ დროებით ოკუპირებული ყირიმის რეგიონის ქალაქ სევასტოპოლის მახლობლად რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილის სამეთაურო პუნქტზე წარმატებული დარტყმა განახორციელეს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე