„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი - იმედი მაქვს, ბლინკენმა ისრაელის ბრმა მხარდაჭერით დაშვებული შეცდომებისგან ისწავლა

იმედი მაქვს, ბლინკენმა ისრაელის ბრმა მხარდაჭერით დაშვებული შეცდომებისგან ისწავლა, - ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტიკურმა ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ბატონმა ბლინკენმა გაკვეთილები ისწავლა და იმ შეცდომების მნიშვნელობა გააცნობიერა, რომელიც აშშ-მა სიონისტური ოკუპაციის ბრმა მხარდაჭერითა და იმ ტყუილების დაჯერებით დაუშვა, რამაც ღაზაში ჩვენი ხალხის უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტა და ომის დანაშაულები გამოიწვია“, - განაცხადა ჰანიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა. თურქეთის შემდეგ ბლინკენი იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს ეწვევა.

„ჰამასის" 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რეგიონში ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა