ჰუსეინ ალ-შეიხი - ღაზას სექტორის მომავალს პალესტინელი ხალხი განსაზღვრავს და არა ისრაელი

ღაზას სექტორის მომავალს პალესტინელი ხალხი განსაზღვრავს და არა ისრაელი, - ამის შესახებ პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (PLO) აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ჰუსეინ ალ-შეიხმა განაცხადა.

პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური მდივანი ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის მიერ წარდგენილ გეგმას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ომის შემდეგ ღაზაში ისრაელის სამხედროები თავისუფლად მოქმედების უფლებას შეინარჩუნებენ და სექტორში შესული საქონლის შემოწმებას შეძლებენ.

„ოკუპანტი პოლიტიკოსებისა და ლიდერების მიერ შემოთავაზებული ყველა სცენარი მხოლოდ წარუმატებლობამდე მიგვიყვანს. ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მიღწევა ჩვენი არჩევანი, ჩვენი პროგრამა და ჩვენი სტრატეგიაა“, - განაცხადა ჰუსეინ ალ-შეიხმა.

ცნობისთვის, პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და დასავლეთ ნაპირს მართავს. ორგანიზაცია 2007 წელს ღაზადან „ჰამასმა“ განდევნა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია