ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა, - ამის შესახებ განცხადებას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბი ავრცელებს.

„დღეს, დაახლოებით 16:00-დან 17:00 საათამდე, ჩრდილოეთ კორეის ძალებმა კუნძულ იონპიონგის ჩრდილო-დასავლეთიდან 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვის გასროლა განახორციელეს“, - ნათქვამია სეულის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში.

სეულმა ჩრდილოეთ კორეას მსგავსი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, იონპიონგისა და ბაენგიონგის მახლობლად ჩრდილოეთ კორეამ 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა.

კუნძულები ორი მხარის დე ფაქტო საზღვაო საზღვრის სამხრეთით მდებარეობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე