რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი

რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 5 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვადიმ ფილაშკინი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.

„11 გარდაცვლილი, მათ შორის 5 ბავშვი - ასეთია პოკროვსკის რაიონის დაბომბვის წინასწარი შედეგები. რუსებმა რაიონს C-300 რაკეტებით დაარტყეს, 11 ადამიანი მოკლეს და კიდევ 8 დაჭრეს. ძირითადი დარტყმა პოკროვსკსა და როვნოზე მოვიდა,” - წერს ფილაშკინი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა რუსების მიერ დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის დაბომბვას და აღნიშნა, რომ “არც ერთი მსგავსი დარტყმა ტერორისტი სახელმწიფოსთვის შედეგების გარეშე არ ჩაივლის.” „დარტყმა ჩვეულებრივ საცხოვრებელ იყო, კერძო სახლებზე. ყველა დაჭრილს საჭირო დახმარებას უწევენ. და რუსეთი ყოველთვის გრძნობდეს, რომ არც ერთი მსგავსი დარტყმა ტერორისტი სახელმწიფოსთვის შედეგების გარეშე არ ჩაივლის. ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ - ჩვენი ძალებით, საკუთარი თავდაცვითი და პოლიტიკური შესაძლებლობებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ