შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფო ინსტიტუტებს ძირს უთხრიან და ეს გაძლიერდება - მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის, როგორც მაკონსოლიდირებელი ფიგურის როლი

ვხედავთ, რომ ბოლო წელიწადნახევარია, მას შემდეგ, რაც რუსეთის აგრესიული ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, ქვეყნის შიგნით გამოგვიჩნდა ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ცდილობდა „ციხე შიგნიდან გაეტეხა“, სახელმწიფოს რღვევა გამოეწვია. სახელმწიფო ინსტიტუტებს, რეპუტაციას უთხრიან ძირს, ეს გაძლიერდება, ჩემი აზრით. მნიშვნელოვანია ივანიშვილის როლი, როგორც საზოგადოების მაკონსოლიდირებელი ფიგურის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილს აქვს მაკონსოლიდირებელი როლი როგორც “ქართული ოცნებისთვის”, ისე საზოგადოებისთვის.

„ეს იქნება მისი განსაკუთრებული როლი პოლიტიკაში. რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჩანს რომ იქნება ძალიან ტურბულენტური, საფრთხეებით და რისკებით სავსე. ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს სრულად კონსოლიდირებული. ვხედავთ, რომ ბოლო წელიწადი და ნახევარია, მას შემდეგ, რაც რუსეთის აგრესიული ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, ქვეყნის შიგნით გამოგვიჩნდა ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ცდილობდა “ციხე შიგნიდან გაეტეხა”, სახელმწიფოს რღვევა გამოეწვია. სახელმწიფო ინსტიტუტებს, რეპუტაციას უთხრიან ძირს, ეს გაძლიერდება, ჩემი აზრით. მნიშვნელოვანია ივანიშვილის მაკონსოლიდირებელი ფიგურის როლი. ეს წელი მშვიდად უნდა გავიაროთ, მომავალი წლის ბოლოს ქართველმა ხალხმა უნდა აღნიშნოს ეროვნული ინტერესების გამარჯვება უცხო ქვეყნების ინტერესების საპირწონედ”, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა