შალვა პაპუაშვილი საშობაო წირვას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზეიმო ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

მათივე ცნობით, საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.

ინფორმაციის თანახმად, საშობაო წირვის დასრულების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ქრისტიანულ სამყაროს შობის დღესასწაული მიულოცა და ყურადღება პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე გაამახვილა.

„სრულიად საქართველოს და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს ვულოცავ შობას! სიყვარული და სიკეთე ყოფილიყოს ყველას გულში, ყველას ოჯახში, ყველა ქვეყანაში. ეს დღე გვახსენებს, თუ რამდენად ვუყვარვართ ჩვენ უფალს, გვახსენებს, რომ ჩვენი სული არის უკვდავი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენგანმა აღმოვაჩინოთ ღმერთი ჩვენს გულში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვა ხაზი, მათ შორის, მშვიდობის მნიშვნელობას. ვფიქრობ, რომ ყველა ვერ აცნობიერებს ბოლომდე, თუ რამდენად უფსკრულის პირზე დგას სამყარო იმ ომებით, რომელიც დღეს მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით უნდა ჰქონდეს ყველას გაცნობიერებული, თუ რამდენად მოსაფრთხილებელია მშვიდობა და რამდენად ახლოსა არასტაბილურობა, რომელიც, ნებისმიერ მომენტში, შეიძლება გადაიზარდოს იმ უბედურებად, რომელიც ჩვენს რეგიონში ტრიალებს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება და მნიშვნელოვანია, რომ ომები, რომლებიც მიმდინარეობს დასრულდეს, დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და დაისადგუროს მშვიდობამ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად