ირაკლი კობახიძე - ჩვენი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს

ჩვენი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის დაახლოებით 60%-ამდე, აქედან გამომდინარე, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს, ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2024 წელს ხელისუფლების ამოცანაა ქვეყნის შემდგომი წინსვლა.

„იქნება მნიშვნელოვანი წელი, მათ შორის იმ კუთხით, რომ იქნება საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება წინსვლა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ მომავალ წელსაც. ჩვენი გამარჯვება ამ საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის დაახლოებით 60%-ამდე, აქედან გამომდინარე ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს ამ არჩევნებში, ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად