მარნეულში ტრადიციული საშობაო სადღესასწაულო მსვლელობა, ალილო გაიმართა

მარნეულში ტრადიციული საშობაო სადღესასწაულო მსვლელობა ალილო გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსვლელობა, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე, გიორგი ჯამდელიანი უძღვებოდა.

„საზეიმო მსვლელობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, სასულიერო პირები, ეკლესიის მრევლი და მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით, ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩა ფეხით გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ინიციატივით ალილოს მონაწილეებს სხვადასხვა სახის ნობათი გადაეცათ, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება