ენტონი ბლინკენი - ორიენტირებული ვართ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებაზე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ღრმა დაძაბულობის მომენტში ის ორიენტირებულია უფრო ფართო კონფლიქტის თავიდან აცილებაზე.

ბლინკენმა ეს განცხადება დოჰაში, კატარის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ინტენსიურად ვართ ორიენტირებული კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებისკენ მიმართულ მუშაობაზე და ეს მართლაც მთავარი აქცენტია 7 ოქტომბრის შემდეგ რეგიონში ჩემი მეოთხე ვიზიტის დროს“, - აღნიშნა ბლინკენმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შაბათ-კვირას იორდანიის ლიდერებსაც შეხვდა. იორდანიის მეფე აბდულა II-მ მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ღაზაში მიმდინარე ომს, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ