ანალენა ბერბოკი - ღაზაში სამხედრო ოპერაცია ნაკლებად ინტენსიურად უნდა განხორციელდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა ისრაელს მოუწოდა, ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების ინტენსივობა შეამციროს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

”ბევრი უდანაშაულო ადამიანის ტანჯვა არ შეიძლება ასე გაგრძელდეს; სამხედრო ოპერაცია ნაკლებად ინტენსიურად უნდა განხორციელდეს”, - აღნიშნა ბერბოკმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცთან და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

მისი თქმით, ისრაელის არმიამ მეტი უნდა გააკეთოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ღაზა "უდავოდ" პალესტინელებს ეკუთვნით.

ამავდროულად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს ისრაელის ლეგიტიმურ უფლებას, დაიცვას თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში.

”თქვენს ქვეყანას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი სოლიდარობის იმედი ბრმა ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც სურს ისრაელის აღგვა პირისაგან მიწისა”, - აღნიშნა ბერბოკმა.

მან მოუწოდა „ჰამასს“, შეწყვიტოს თავდასხმები ისრაელზე და გაათავისუფლოს ყველა მძევალი.

„"ჰამასს“ რომ ეს უაზრო ბრძოლა ფანატიკურად არ გაეგრძელებინა, ომი დიდი ხნის წინ დასრულებული იქნებოდა", - აღნიშნა ბერბოკმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია