კაუდალური ეპიდურული ინექცია - წელის ტკივილის მკურნალობა ოპერაციის გარეშე

კაუდალური ეპიდურული ინექცია არის პროცედურა, რომლის შესახებაც, საქართველოში დღეს ნაკლებად არის გავრცელებული ინფორმაცია მიუხედავად მისი მაღალი ეფექტურობისა. ეს არის წელის ტკივილის მკურნალობის მეთოდი ქირურგიული ჩარევის გარეშე.

საქართველოში მოღვაწე წამყვანი ნეიროქირურგი - არჩილ ერისთავ - გვიზიარებს დეტალურ ინფორმაციას რა არის კაუდალური ეპიდურული ინექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა.

რა არის კაუდალური ეპიდურული ინექცია?

კაუდალური ეპიდურული ინექცია გამოიყენება წელის ტკივილის სამკურნალოდ და ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ოპერაციის ალტერნატიულ მეთოდს. ეს არის სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის შეყვანა გავა-წელის მიდამოს ეპიდურულ სივრცეში.

რატომ კეთდება კაუდალური ეპიდურული ინექცია?

ეპიდურული ინექცია ინიშნება წელის ტკივილის და ფეხებისკენ მიმავალი ნერვების ტკივილის და ანთების დროს.

რა შეიძლება იყოს ტკივილის და ანთების გამომწვევი მიზეზი?

  • ხერხემლის არხის სტენოზი
  • რადიკულოპათია
  • ხერხემლის დისკის თიაქარი
  • ხერხემლის დეგენერაცია
  • წელის წარუმატებელი ოპერაციის სინდრომი

როგორ მუშაობს კაუდალური ეპიდურული ინექცია, როგორც წელის ტკივილის მკურნალობა?

ინექცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის კომბინაცია სტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო წამლის ადგილობრივ გამაყუჩებელთან ერთად. ადგილობრივი გამაყუჩებელი ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას საწყის ეტაპზე, ხოლო სტეროიდებს აქვთ ხანგრძლივი (რამდენიმე თვიანი) ეფექტი ნერვების ანთების და გაღიზიანების შემცირებაზე და ტკივილის მოხსნაზე. ინექციას ასევე შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური ეფექტი შეკუმშული ნერვების ირგვლივ სივრცის გაზრდაზე.

როგორ კეთდება კაუდალური ეპიდურული ინექცია?

კაუდალური ეპიდურული ინექცია ტარდება დღის პროცედურის სახით (პაციენტი არ საჭიროებს საავადმყოფოში ღამის გატარებას). პროცედურის სარგებელი და შესაძლო რისკები განიხილება ექიმთან კონსულტაციის დროს. კაუდალური ეპიდურული ინექციის დღეს პაციენტი მოკლე დროით თავსდება პალატაში. პროცედურის დაწყებამდე მას აქვს საშუალება გაესაუბროთ ექიმს და დაუსვას დამატებითი კითხვები პროცედურის შესახებ. კაუდალური ეპიდურული ინექციის პროცედურა ტარდება საოპერაციო ოთახში, სადაც პაციენტი გადაჰყავთ უშუალოდ პროცედურის წინ.

პროცედურა გრძელდება 15-30 წუთი და ძირითადად უმტკივნეულოა. პროცედურიდან 30-40 წუთში პაციენტს შეუძლია სახლში წასვლა. პირველი 24 საათის განმავლობაში რეკომენდირებულია თავის არიდება ძლიერი აქტივობისგან.

პროცედურის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

თუ გაწუხებთ წელის ტკივილი ან მასთან დაკავშირებული სიმპტომები, დაუკავშირდით კონსულტაციისთვის:

ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი, MD, PhD

Tel: +995 599820404

Email: contact@neurosurgeon.ge

Web: https://www.neurosurgeon.ge/ka

არჩილ ერისთავი 22 წლიანი პრაქტიკის მქონე ნეიროქირურგია, რომელიც 9 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები. მას ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია.

(R)

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც