საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2026 წელს გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2026 წელს გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრაზე, გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. აღნიშნულის თაობაზე დასტური გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილით აცნობა.

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო ადმინისტრირების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის საჯარო ადმინისტრირების, როგორც მდგრადი განვითარების ეფექტური ხელშემწყობი მექნიზმის, გაძლიერებისთვის და მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან მუშაობას 2026 წლის ფორუმის მოსამზადებლად“, – აღნიშნულია წერილში.

უწყების ცნობითვე, რატი ბრეგაძე გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 2023 წლის დეკემბერში შეხვდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული სახელმწიფო სერვისები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის სავიზიტო ბარათია; მასზე ხელმისაწვდომობას კი, უწყება გამუდმებით აუმჯობესებს, მათ შორის, ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმში ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 800-დან 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის, სამთავრობო ლიდერები, წამყვანი პოლიტიკოსები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში მონაწილეები საჯარო სერვისების მიმართულებით თანამედროვე გამოწვევებზე, ინოვაციურ პრაქტიკებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა