ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიბანში „ჰეზბოლას“ ბევრ ობიექტს დავარტყით

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, წუხელ ლიბანში „ჰეზბოლას“ ბევრ ობიექტს დაარტყეს.

„ისრაელის თავდაცვის ძალების გამანადგურებლებმა მარვაჰინის რაიონში „ჰეზბოლას“ სამხედრო კომპლექსს დაარტყა“, - აღნიშნულია თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დარტყმა ასევე განხორციელდა აიტა ეშ შაბში სარაკეტო გამშვებსა და ინფრასტრუქტურაზე.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ გუშინ, „ჰეზბოლას“ მიერ ნასროლმა რაკეტამ ჩრდილოეთ ისრაელში სტრატეგიული ავიაბაზა დააზიანა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია