ისრაელის პარლამენტთან მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

იერუსალიმში, ქნესეთის შენობის წინ, ათობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს და მთავრობას გადადგომისა და ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები შენობის შესასვლელს ბლოკავენ და სკანდირებენ „არჩევნები ახლავე“.

”ნებისმიერი იმედი, რომელიც მთავრობას უნდა გაეჩინა ამ საგანგებო დროს, დაირღვა მათი წარუმატებელი ქმედებებით, რაც გამოიხატება მათი უფუნქციობით, მძევლების მიტოვებით, ისრაელის საერთაშორისო რეპუტაციის შელახვით, მუდმივი განხეთქილებებით და ბიუჯეტის პირადი ინტერესების სასარგებლოდ გადანაწილებით. ჩვენ მოვედით ქნესეთში, რათა მოვითხოვოთ არჩევნები, ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლა და ექსტრემისტების გაძევება”, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია