ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის თავდასხმებს ერთ დღეში 73 პალესტინელი ემსხვერპლა

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის ძალების სახმელეთო ოპერაციისა და საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზაში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 73 პალესტინელი დაიღუპა და 99 დაშავდა.

უწყების ცნობით, ეს რიცხვი მოიცავს რვა ადამიანს, რომელიც ღაზას ცენტრალურ ნაწილში, დეირ ალ-ბალახთან მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ცნობისათვის, „ჰამასი“ აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ 22 835 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის შეფასებით, ოქტომბრის ბოლოს ღაზაზე სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ, დაახლოებით, 8 500 ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია