თამარ კორძაია - რეკომენდაციებთან დაკავშირებით, იქნება საკომიტეტო თუ არასაკომიტეტო ფორმატი, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მოისმინოს არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის პოზიცია

ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით იქნება საკომიტეტო თუ არასაკომიტეტო ფორმატი, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მოისმინოს არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის პოზიცია, - ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ სამუშაო ჯგუფების შექმნის თემაზე დასმულ კითხვას.

კორძაიას თქმით, პარლამენტის კომიტეტებზეც გამოჩნდება, თუ რამდენად მზად არის მმართველი პარტია რეალური ცვლილებებისთვის და განსხვავებული მოსაზრებების გაზიარებისთვის.

“მე წინა სამუშაო ჯგუფებში ვმონაწილეობდი და შევუერთდები ნებისმიერ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. იქნება საკომიტეტო თუ არასაკომიტეტო ფორმატი, ხელისუფლებამ უნდა მოისმინოს არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის პოზიცია.

ევროპული ღირებულებაა გადაწყვეტილების მიღება მაქსიმალური ჩართულობით, რაც ყველას მოსმენას და ყველას არგუმენტირებული პოზიციის გაზიარებას ნიშნავს”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე