თამარ კორძაია - პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მეტი საჯაროობა მოუწევს - ივანიშვილს შეუძლია ამ სტატუსით ისევე დამალულად იცხოვროს, როგორც აქამდე ცხოვრობდა

პოლიტიკური პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მეტი საჯაროობა მოუწევს - ივანიშვილს შეუძლია ამ სტატუსით ისევე დამალულად იცხოვროს, როგორც აქამდე ცხოვრობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განუცხადა.

კორძაიას თქმით, ვითარება მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როცა ივანიშვილი რომელიმე საჯარო თანამდებობის დაკავებას დათანხმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საჯაროდ გამოსვლა მოუწევს.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნდა. ეს პრაქტიკულად, არაფერს ცვლის, რადგან კარგად ვიცით, რომ ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდა და ეს ძალაუფლება დღესაც აქვს.

მას შეუძლია პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით ისევე დამალულად იცხოვროს, როგორც აქამდე ცხოვრობდა. თუ ის საჯაროდ გამოვა და რომელიმე საჯარო თანამდებობას დაიკავებს, ეს საზოგადოებისთვის მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება, რადგან იძულებული იქნება უფრო ღია გახდეს საზოგადოებისთვის, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მის მზაობას და შემართებას, იყოს ღია. აშკარად ურჩევნია იყოს ჩრდილში და კულუარულად მართოს პარტია, რომელიც ვერაფერში წინააღმდეგობას ვერ უწევს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა