თბილისში ამფითეატრის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ამფითეატრის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. კერძოდ, შესყიდვა გასული წლის მიწურულს შპს „სპორტმშენსერვისმა“ გამოაცხადა, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრეც სახელმწიფოა.

bpn-ის მიხედვით, ტენდერი თბილისში, გიორგი გურამიშვილის (ყოფილი გორგასლის) ქუჩა N10-ში მდებარე 1-სართულიანი შენობის რეაბილიტაციასა და მის მიმდებარედ ღია ამფითეატრის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას გულისხმობს.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 20 იანვარს დაიწყება და 25 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 784 580 ლარია.

სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოებისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღეა განსაზღვრული.

ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად, ყველა სახის შესრულებულ სამუშაოზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში, საგარანტიო ვადა განისაზღვრება 3 წლით, ამასთანავე, ჩამოთვლილ სამუშაოებზე დამატებით განსაზღვრულია შემდეგი საგარანტიო ვადები:

  • ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 20 წელი;
  • სახურავი - 8 წელი;
  • დანადგარ-მოწყობილობებზე მწარმოებლის მიერ გაცემული საგარანტიო ვადა.

BPN-ის განმარტებით, ორთაჭალაში ამფითეატრის მშენებლობის მიზნით, ტენდერი გასული წლის ნოემბერშიც იყო გამოცხადებული. შესყიდვაში მხოლოდ შპს მარდი მონაწილეობდა, თუმცა, როგორც დეკემბერში სატენდერო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოქმიდან ირკვევა, „მარდის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია გარკვეულ ხარვეზებს შეიცავდა, რის გამოც ტენდერი შეწყდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს