Reuters - ჯო ბაიდენი აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის გათავისუფლებას არ განიხილავს

ჯო ბაიდენი აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის გათავისუფლებას არ განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუშინ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ოსტინის ჰოსპიტალიზაცია ბევრად უფრო გასაიდუმლოებული იყო და მისი საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არც მის მოადგილეს ჰქონდა.

ლოიდ ოსტინმა მისი ერთკვირიანი ჰოსპიტალიზაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა აიღო.

შეგახსენებთ, პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა 6 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 1-ელი იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ამ დრომდე უცნობია, თუ ჯანმრთელობის რომელმა პრობლემამ გამოიწვია ოსტინის ჰოსპიტალიზაცია.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს