მიხეილ დაუშვილი - ოპოზიციას მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, ცოტა მართლა თვალი გაახილონ, გამოფხიზლდნენ, აზრზე მოვიდნენ - კობახიძემ უკეთ იცის ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი, ვიდრე ორმა მილიონმა მოქალაქემ?

ოპოზიციას მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, ცოტა მართლა თვალი გაახილონ, გამოფხიზლდნენ და ცოტა აზრზე მოვიდნენ, რა ხდება ქვეყანაში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა, რითაც „ევროოპტიმისტების" დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტია "საქართველოსთვის" ინიციატივა „კარგი იდეაა, თუმცა უფრო მეტად სასურველი ზღაპარია“.

ამ კონტექსტში, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ზოგადად ოპოზიციის წარმომადგენლებმა კონკრეტული ინიციატივები და საკითხები უკეთესად უნდა გაიაზრონ ხოლმე და შემდეგ ილაპარაკონ.

„ისე არ ვუპასუხებ, როგორც მისი [რომან გოცირიძის] ეს განცხადება იმსახურებს. მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ, ამ ოპოზიციას ცოტა მეტი რამ მოეთხოვება და ცოტა მართლა თვალი გაახილონ, გამოფხიზლდნენ და ცოტა აზრზე მოვიდნენ. მე ამას ვურჩევ კონკრეტული ინიციატივების თუ საკითხების უკან რა დგას ცოტა უკეთესად გაიაზრონ და მერე ილაპარაკონ. ეს მარტო ბატონ რომანს არ ეხება, კიდევ არაერთს ეხება“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მოქალაქეებმა უკეთ იციან, ვინ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად.

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც კი გამოჩნდა, თქვა, რომ „ოცნებას“ შეუზღუდავი ძალაუფლება აქვსო და „ოცნება“ თვითონ არის. ახლა ეს შეუზღუდავი ძალაუფლება მე თვითონ უნდა დავაბალანსოო, ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ ამის დაბალანსება გინდა, აღვადგინოთ ძველი წესი, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ქვეყანაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი, იყოს პირდაპირი წესით არჩეული. კობახიძემ უკეთ იცის ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი, ვიდრე ორმა მილიონმა მოქალაქემ? ვის უნდა პრეზიდენტობა და ვის არა ამას ყველა ერთად ვნახავთ, მაგრამ ვისაც არ უნდა უნდოდეს პრეზიდენტობა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ ეს ადამიანი აირჩიოს არა კობახიძემ, არამედ აირჩიოს თვითონ. ვერც კობახიძე და ვერც სხვა უკეთესად ვერ გადაწყვეტს, ვიდრე ორი მილიონი ჩვენი მოქალაქე“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია