რას კითხულობს თანამედროვე ქართველი მკითხველი: ბალანსი კლასიკას და თანამედროვე ლიტერატურას შორის

დღეს, ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის გადატვირთვის ეპოქაში, მკითხველები საინტერესო არჩევანის წინაშე დგანან: აირჩიონ თანამედროვე ავტორები, თუ ჩაუღრმავდნენ კლასიკას, რომელმაც გაუძლო დროს და ეპოქებს. თანამედროვე ლიტერატურა მკითხველს სთავაზობს ჟანრებისა და სტილის ფართო სპექტრს, რაც ასახავს მსოფლმხედველობის მრავალფეროვნებას და თანამედროვე საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს. თუმცა, კლასიკური ლიტერატურა კვლავაც ინარჩუნებს მიმზიდველობას თავისი ღრმა სიუჟეტების, ენის სიმდიდრისა და თემების უნივერსალურობის გამო.

მოდით, ვნახოთ, რას კითხულობს ქართველი მკითხველი დღეს და რომელ ცნობილ ავტორებზეა მოთხოვნა. გთავაზობთ ყველაზე პოპულარული ავტორების ჩამონათვალს, გამომცემლობა „პალიტრა L”-ის რეიტინგით.

ჯეინ ოსტინი

ჯეინ ოსტინი, ისეთი ნაწარმოებების ავტორი, როგორიცაა: „სიამაყე და ცრურწმენა“, „გრძნობა და გონება“, „ემა“, „გონების ხმა“, და „მენსფილდ პარკი“, აგრძელებს პოპულარობას თავისი ნამუშევრების დაწერის შემდეგაც კი. მისი წიგნები ხაზს უსვამს სიყვარულის, სოციალური ცრურწმენისა და მორალის მარადიულ თემებს, ამიტომაც იზიდავს სხვადასხვა თაობის მკითხველს. ჯეინ ოსტინის წერის სტილი გამორჩეულია. თანამედროვე ავტორებში იშვიათად გვხვდება ასეთი ლამაზი სიტყვები და წინადადებები. ჯეინ ოსტინის რომანებზე არაერთი ეკრანიზაციაა გადაღებული. ინგლისელ მწერალს მოიხსენიებენ, როგორც სენტიმენტალიზმის სკოლის უბდალო წარმომადგენლად, ასევე ინგლისური რეალიზმის წინამორბედად.

კაზიო იშიგურო

კაზიო იშიგურო, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში, თანამედროვე ლიტერატურას უმაღლეს დონეზე თავისი ნამუშევრებით წარმოადგენს: „არასოდეს გამიშვა“, „როცა ობლები ვიყავით“, „კლარა და მზე“, „დაფლული გოლიათი“ და „დღის მიწურულს“ , რომლის ტირაჟი მალევე ამოიწურა. იშიგურუს ნამუშევრები მდიდარია პერსონაჟების ფსიქოლოგიური სიღრმითა და თხრობის ოსტატობით. წარმოშობით იაპონელი, ბრიტანელი მწერალი, დაიბადა ნაგასაკიში, იაპონია. ხუთი წლის ასაკში მისი ოჯახი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. 1978 წელს იშიგურომ ბაკალავრის ხარისხი მიიღო კენტის უნივერსიტეტში.

ჯორჯ მარტინი

ამერიკელი მწერალი და სცენარისტი ფენტეზის, საშინელებათა და მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრებში. ჯორჯ მარტინი ძირითადად ცნობილია, როგორც ავტორი ეპიკური ფენტეზი რომანების სერიისა: „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“. აღნიშნული რომანის ტელესერიალად ადაპტირება ტელეარხ HBO-ს ეკუთვნის. ქართველ მკითხველში ძალიან პოპულარულია წიგნები: „ყინულის დრაკონი“, „ღამეში მფრენნი“, „ცეცხლი და სისხლი“ და „შვიდი სამეფოს რაინდი“.

უილიამ ფოლკნერი

უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის ისტორიამ, კულტურამ და ცხოვრებამ. ოქსფორდი წარმოადგენს ქალაქ „ჯეფერსონის“, ლაფაიეტის ოლქი კი - იოკნაპატოფას ოლქის რეალურ მოდელს, სადაც ფოლკნერის რომანებისა და მოთხრობების უმრავლესობაში აღწერილი ისტორიები ვითარდება. მისი პირველი რომანი, „ჯარისკაცის ჯილდო“ (1926) ახალ ორლეანში ცხოვრების პერიოდში დაიწერა სადაც ახალგაზრდა მწერალი შერვუდ ანდერსონის მფარველობისა და გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ქართველ მკითხველში ერთ-ერთი ბესტსელერი რომანია „იგავი“. უილიამ ფოლკნერის ერთ-ერთი მთავარი ნაწარმოები და მისი შემოქმედების გვირგვინია. ავტორმა მასზე ათი წლის განმავლობაში იმუშავა და სურდა, მისი „ცხოვრებისა და, შესაძლოა, ეპოქის საუკეთესო ნამუშევარი ყოფილიყო“. რომანმა 1955 წელს მიიღო როგორც პულიცერის პრემია, ისე წიგნის ეროვნული ჯილდო. უილიამ ფოლკნერის „იგავი“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე."

ალექსანდრე დიუმა

ფრანგი მწერლის რომანები: „გრაფი მონტე-კრისტო“, „სამი მუშკეტერი“, „ვიკონტი დე ბრაჟელონი ანუ ათი წლის შემდეგ“-ის სერიები კვლავ აგრძელებენ მკითხველის მოხიბვლას მათი დამაჯერებელი ისტორიული სიუჟეტებით, მრავალმხრივი პერსონაჟებითა და ფილოსოფიური ასპექტებით. იმ უკიდეგანო ლიტერატურული მემკივდრეობიდან, რომელიც ალექსანდრე დიუმამ დატოვა, მისი "რჩეულის" თხუთმეტტომეულში ყველაზე პოპულარული თხზულებები: "სამი მუშკეტერი", "ოცი წლის შემდეგ", "გრაფი მონტე-კრისტო", "ვიკონტი დე ბრაჟელონი" და "დედოფალი მარგო" შევიდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოთხოვნა კლასიკურ ლიტერატურაზე სტაბილური რჩება, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც აფასებს ლიტერატურულ მემკვიდრეობას და სურს გაიგოს ადამიანის არსებობის ღრმა ასპექტები დიდი ავტორების ნაწარმოებების მეშვეობით. თუმცა, თანამედროვე ლიტერატურაც ჰყავს თავისი აუდიტორია, რომელიც იზიდავს მკითხველს ახალი ისტორიებით.

„პალიტრა L-ის“ წარმატებული პროექტის შექმნიდან- 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ 15 წელი გავიდა, თუმცა სერიის მიმართ ინტერესი არ განელებულა. „პალიტრა L-მა“ მკითხველის დახმარებით ადგენს მნიშვნელოვანი წიგნების სიას, რომელიც ახალ სერიად: „კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“ გამოდის. წიგნების შედგენაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის მხოლოდ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაა საჭირო:

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს ან დარეკეთ ნომერზე 2 47 00 45

საბოლოო ჯამში, არჩევანი თანამედროვე და კლასიკურ ლიტერატურას შორის უფრო პირადი უპირატესობის საკითხია. ბევრი მკითხველი პოულობს ბალანსს ორივე კატეგორიას შორის, ტკბება როგორც წარსულის შედევრებით, ასევე თანამედროვე ავტორების ახალი შემოქმედებითი აღმოჩენებით. საბოლოო ჯამში, ლიტერატურა რჩება ჩვენი კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად და გვთავაზობს ცოდნის, გართობისა და შთაგონების გაუთავებელ წყაროს.

(R)

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე